კვანძოვანი ქირურგია

ერითროფობია

კვანძოვანი ჩიყვი

 

კლინიკის არქივი
September 2014
SuM T W ThF Sa
 1
2
3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30

 
 

"ავერსის კლინიკა" _ ოცნება, რომელიც ასრულდა

ავერსის კლინიკა თბილისში
• ადვილად მისასვლელი მდებარეობა ქალაქის ცენტრში
• ფართო, უფასო ავტოსადგომი კლინიკის ეზოში
• პაციენტზე მორგებული სამუშაო საათები (ყოველდღე -900-2100, შაბათ-კვირას –1000-1900)
• ყველა ტიპის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
• მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურა
• მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი
• სასიამოვნო გარემო
• პაციენტთა ისტორიების ელექტრონული არქივაცია
• ლაბორატორიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის პასუხების ელექტრონული და წერილობითი სახით გადაცემის საშუალება

      ავერსის კლინიკა __ მსოფლიო დონის ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა. 
      ავერსის კლინიკაში თქვენ მიიღებთ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებას:
»»» ლაბორატორია - ავერსის კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული ბოლო თაობის ანალიზატორებით. გარდა ამისა, მაღალი ხარისხის რეაგენტები, კვლევის წარმოების სრული ავტომატიზაცია, ყველა ტექნოლოგიური პროცესის კომპიუტერული მართვა, გამოკვლევის   უნიკალური მეთოდები, ლაბორატორიული კვლევების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები, და რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.
    ავერსის კლინიკის ლაბორატორია გთავაზობთ 500-მდე სახეობის კვლევის ჩატარებას შემდეგი მიმართულებებით - ჰემატოლოგია, ბიოქიმია, სეროლოგია, იმუნოლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია, ბაქტერიოლოგია, ჰისტოპათოლოგია, ციტოლოგია, ჰორმონალური, გენეტიკური, მოლეკულური კვლევები... 
    სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევა ხდება ამერიკული წარმოების (“Abbott” )  25 პარამეტრიან ჰემატოლოგიურ ანალიზატორზე “Cell-Dyn 3700”.
    სხვადასხვა ბიოლოგიური სითხეების ბიოქიმიური და იმუნოლოგიური პარამეტრების  თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისათვის მოწოდებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი, სრულად ავტომატიზირებული მოდულარული სისტემა “cobas 6000”.
   ჰემოსტაზის კვლევა ტარდება “Roche”-ს ფირმის ანალიზატორზე “start 4”, რომელიც საშუალებას იძლევა ბაზისური ტესტების პარალელურად ჩატარდეს ჰემოსტაზის სისტემის სხვა ფაქტორების კვლევაც.
   ბაქტერიოლოგიური კვლევები ტარდება ფრანგული წარმოების  “BioMerieux”  ფირმის  ანალიზატორზე “Vitek 2”, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი ბიოლოგიური მასალიდან გამოყოფილი   მიკროორგანიზმის იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა მაღალი სიზუსტით.
   ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა ტარდება თანამედროვე აპარატურისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ქსოვილთა ზუსტი იდენტიფიკაციის მიზნით  ხდება  იმუნოჰისტოქიმიური მეთოდის  გამოყენება.    
   კლინიკაში წარმოებს მოლეკულური დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით, რომლის საშულებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების ზუსტი და ადრეული დიაგნოსტიკა. ამ მეთოდის უპირატესობა მისი მაღალი მგრძნობელობა (90-100%), მაღალი სპეციფიკურობა და სისწრაფეა.
   ციტოლოგიური  გამოკვლევებისათვის მასალის აღება ხორციელდება როგორც ტრადიციული პუნქციის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამიზნებითი პუნქციის გამოყენებით (ექოსკოპის კონტროლის ქვეშ). ოპერაციის მიმდინარეობისას ხდება ციტოლოგიური გამოკვლევის ექსპრეს მეთოდის გამოყენება, რის შედეგადაც წყდება ოპერაციის შემდგომი ტაქტიკა. გამოკვლევა წარმოებს Carl Zeiss ტრინოკულარული მიკროსკოპით “Axiostar plus”, რომელიც იძლევა გამოსახულების კომპიუტერული მონიტორინგის და ტელემედიცინის გამოყენების საშუალებას.
»»» ულტრასონოგრაფიული კვლევები - თანამედროვე კლასის ექოსკოპებზე: PHILIPS HD 11-XE (ჰოლანდია) და GE Halthcare (აშშ). აღნიშნულ აპარატებს აქვთ გამოსახულების შეუდარებელი ხარისხი და აღჭურვილნი არიან თანამედროვე, უნიკალური ფუნქციების მთელი რიგით. მათ შორის, გარდა ჩვეულებრივი (2D) რეჟიმისა არის ფერადი დოპლეროგრაფია, მოცულობითი სკანირება როგორც სამგანზომილებიან (3D), ასევე ოთხგანზომილებიან (4D) რეჟიმში, რაც ითვალისწინებს გამოსახულების მიღებას დროის რეალურ მაშტაბში.
 ჩვენთან წარმოებს მუცლის ღრუს ორგანოებისა და საშარდე სისტემის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების, გულისა და სისხლძარღვების, ლიმფური სისტემისა და რბილი ქსოვილების, ასევე პედიატრიული და სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევები. შესაძლებელია გამოსახულების როგორც ფირზე აღბეჭდვა, ასევე არქივაცია დისკზე (CD) ჩაწერით. თქვენ საშუალება გეძლევათ ნახოთ თქვენი პირმშო და შეინახოთ მისი გამოსახულების ფოტო და ვიდეო ჩანაწერი.
»»» რადიოლოგიური დეპარტამენტი – ციფრული რენტგენდიაგნოსტიკა, მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (იაპონური და ამერიკული წარმოების აპარატებზე –  SHIMADZU, GE Healthcare);
»»» კომპიუტერული ტომოგრაფია -64–შრიანი PHILIPS BRILLIANCE (ჰოლანდია) წარმოადგენს თანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფს, რომელიც საქართველოში არსებული სხვა კომპიუტერული ტომოგრაფებისაგან განსხვავებით გამოირჩევა დასხივების მინიმალური დოზით. დროის ხანმოკლე შუალედში შესაძლებლობას იძლევა ჩატარდეს თავის ტვინის, ქალას ძვლების, ხერხემლის სვეტის, გულმკერდის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ორგანოთა და კიდურების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა. 64–შრიანი PHILIPS BRILLIANCE  რუტინული გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობის გარდა დამატებით აღჭურვილია რიგი პროგრამული უზრუნველყოფით: ცენტრალური  ნერვული (თავის ტვინის პერფუზია) და გულ–სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევები (კორონაროგრაფია, მთელი სხეულის ანგიოგრაფია). დენტალ კტ პროგრამა მაღალი სიზუსტით, დროის ხანმოკლე შუალედში განსაზღვრავს ყბა–სახის მიდამოს სტრუქტურულ და პათოლოგიურ ელემენტებს, რაც დენტალური იმპლანტაციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
»»» ონკოლოგია – ყველა სახის ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა უახლესი მეთოდებით. ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა.
სხვადახვა ორგანოებისა და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ბიოფსია. ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური, ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებულ აპარატურაზე. ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანი ძირითადი ონკომარკერების განსაზღვრა. პირველად საქართველოში ქიმიოთერაპიული მკურნალობისათვის საინფუზიო პორტების იმპლანტაცია. ყველა სახის ქიმიოთერაპიული მკურნალობა, პაციენტისათვის კომფორტულ გარემოში. ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა ლაპაროსკოპიული მეთოდით. სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა სახის ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები. კანისა და რბილი ქსოვილების, ძუძუს, კოლორექტული სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა.
»»» ენდოსკოპია – კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
დიაგნოსტიკური გასტროსკოპია _ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი, სიმსივნური და სხვა დაავადებების გამოვლენა, H.Pylori-ის ექსპრეს-დიაგნოსტიკა, ენდოსკოპიური პოლიპექტომია. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიო-პანკრეატოგრაფია, პაპილოსფინქტეროტომია, ლითოტრიფსია და ლითოექსტრაქცია, ნაზო-ბილიარული დრენირება და შიდა სტენტირება სანაღვლე გზების ლითიაზის და სიმსივნური დაავადებების დროს.
»»» ვიდეოკოლონოსკოპია – მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური პროცესების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ყველა გამოკვლევა ტარდება Olympus –ის (იაპონია) თანამედროვე ენდო-ვიდეო აპარატურით, დეზინფექციის და სტერილიზაციის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
»»» პედიატრია – წარმოდგენილია ზოგადპედიატრიული, ბავშვთა ნევროლოგიური, ორთოპედიული და ქირურგიული სამსახურებით, სათანადოდ აღჭურვილი სამანიპულაციო ოთახით და დღის სტაციონარით. ბავშვებისათვის განკუთვნილია მხიარული სათამაშო-მოსაცდელი დარბაზი.
    მომსახურების სპექტრი:
1. ჯანმრთელი ბავშვის კონსულტაცია – უწყვეტი ზედამხედველობა ჯანმრთელი ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ადრეულ ასაკში, ასაკის შესაბამისი მოვლისა და კვების რეკომენდაციები.
2. კონსულტაცია დედისათვის – სანდო პასუხები პაციენტის დედისათვის საინტერესო ყველა კითხვაზე - მეძუძური ქალის კვებისა და რეჟიმის, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენების, ჩვილის მოვლისა და მკურნალობის წესების შესახებ.
3. დაავადებათა დროული დიაგნოსტიკა ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კომპლექსის გამოყენებით.
4. ვაქცინაცია მაღალი ხარისხის ეფექტური, უსაფრთხო ვაქცინებით ეროვნული კალენდრის შესაბამისად, ვაქცინების ტრანსპორტირებისა და შენახვის, აგრეთვე აცრისათვის აუცილებელი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
5. მოზარდების კონსულტაცია - გულისხმობს არამარტო მათი ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, არამედ მოზარდებისთვის ცხოვრების ჯანმრთელი წესის სწავლებასა და პროპაგანდას.
6. დღის სტაციონარში შესაძლებელია პაციენტის დაყოვნება დღის მანძილზე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევებისა და სხვადასხვა სამკურნალო მანიპულაციების (ინჰალაციები, ინექციები, ინტრავენური გადასხმები და სხვ.) ჩასატარებლად, პაციენტის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად.
7. მშობელთა სკოლა – განკუთვნილია როგორც ახალგაზრდა, ისე მომავალი მშობლებისათვის. სპეციალურად მათთვის მოწყობილ თემატურ სემინარებზე ისინი გაეცნობიან სხვადასხვა ასაკის ბავშვის მოვლისა და კვების პრინციპებს, დაავადებათა პროფილაქტიკის საკითხებს.
»»» თერაპია – ოჯახის ექიმის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია, ინფექციონისტი.
»»» კარდიოლოგია – ექიმის კონსულტაცია. ეკგ კვლევა INNOMED–ის ფირმის (უნგრეთი) 3 არხიანი აპარატით (კომპიუტერიზირებული სისტემა). კლინიკაში არის უახლესი მოდელის მაღალმგრძნობიარე, ფერადი ქსოვილოვანი დოპლერექოკარდიოგრაფი PHILIPS HD 11-XE (ჰოლანდია) და Logic Book (GE Healthcare აშშ), რომლის საშუალებითაც ხდება ჰემოდინამიკური პარამეტრების სრულყოფილი შესწავლა. ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილზე (სარბენ ბილიკზე) INNOMED – ის (უნგრეთი) აპარატით (კომპიუტერული მართვით). ტესტირების დროს ხდება სუბიექტური ნიშნების, ეკგ-ის წნევის ციფრების მუდმივი მონიტორირება საფეხურებრივად მზარდი დოზირებული ფიზიკური დატვირთვის პირობებში. გამოვლინდება: ფარული გ.ი.დ, გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ვერ ფიქსირდება ეკგ კვლევის დროს, შეფასდება ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა. Argus ფირმის (უნგრეთი) ჰოლტერ მონიტორით გაკონტროლდება გულის რიტმი 24 საათის განმავლობაში ჩვეული ცხოვრების რეჟიმის პირობებში.
»»» ალერგოლოგია-იმუნოლოგია – სპიროგრაფია ”Mikrolab-3500” (ინგლისი), კანის სინჯი მედიკამენტებზე, ფილტვის ფუნქციის დადგენა და სხვა. დეპარტამენტი აღჭურვილია პულსოქსიმეტრით ”Bionics” (კორეა), დერმატოსკოპით ”Kawe” (გერმანია), ოტორინოლარინგოსკოპით ”Kawe” (გერმანია), ნებულაიზერით ”Gima” (იტალია).
»»» ნევროლოგია – ექიმი-სპეციალისტების კვალიფიციური დახმარება ნერვული სისტემის ნებისმიერი პათოლოგიის დროს. ამასთანავე, ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრონეირომიოგრაფია.
»»» ოფთალმოლოგია - თვალის და ორბიტის დაავადებების დიაგნოსტიკა წამყვანი ფირმების Nidek (იაპონია), Alcon (აშშ) უახლესი აპარატურის მეშვეობით. ვიზომეტრია, ავტორეფრაქტოკერატომეტრია, ტონომეტრია, კომპიუტერული პერიმეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმომეტრია, თვალის და ორბიტალური მიდამოს ექოსკოპიური კვლევები (AB სკანერი)- უმოკლეს დროში და კომფორტულ გარემოში. ფუნქციონირებს ბავშვთა კაბინეტი. კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა წარმოებს უახლესი აპარატურის და მეთოდების გამოყენებით. INFINITI® Vision System -ის გამოყენებით მცირე დროში ტარდება კატარაქტის ექტრაქცია. რეაბილიტაციის პერიოდი 1-2 დღე. კლინიკაში კეთდება თვალის ყველა სახის რეკონსტრუქციული ოპერაციები, ირიდოპლასტიკა, გლაუკომა,  YAG და Argon ლაზერული ოპერაციები, ქუთუთოების და საცრემლე არხის პათოლოგიების მკურნალობა.
»»» უროლოგიაKARL STORZ-ის ფირმის უახლესი აპარატურით შარდსადენის, შარდის ბუშტის, შარდსაწვეთებისა და თირკმლების პათოლოგიათა კვლევა და მკურნალობა. კერძოდ: შარდის ბუშტისა და შარდსაწვეთის კენჭების დაშლა კონტაქტური და მექანიკური ლითოტრიპტორით. პერკუტანეული ლითოლაპაქსია, შარდსაწვეთების კენჭების ექსტრაქცია ლითონის უნივერსალური ექსტრაქტორით. შარდის ბუშტის სიმსივნეებისა და პროსტატის ტრანსურეთრული (TUR) რეზექცია ბიპოლარული რეზექტოსკოპით. თირკმლის ცისტების პერკუტანეული, პუნქციური მკურნალობა ულტრასონოგრაფიული კონტროლით. ქალთა და მამაკაცთა საშარდე სისტემის ორგანოთა ანთებითი დაავადებების მკურნალობა ლაზერის უახლესი აპარატით. 
»»» გინეკოლოგია – გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება ნაკლებ ინვაზიური - ლაპაროსკოპიული მეთოდით, Karl Storz -ის აპარატურით:
• საშვილოსნოს ამპუტაცია და ექსტირპაცია;
• საშვილოსნოს გარე ორსულობის ქირურგიული მკურნალობა;
• მიომექტომია;
• კისტექტომია;
• უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• ჰისტერორეზექტოსკოპიული ოპერაციები.

ორსულთა მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა. მოცულობითი სკანირება 3D-4D რეჟიმში დროის რეალურ მასშტაბში ნაყოფის დათვალიერება (PHILIPS HD 11-XE, ჰოლანდია). კარდიოტოკოგრაფია Bionics-ის ფირმის (კორეა) აპარატით (ნაყოფის გულისცემის ჩაწერა და ინტერპრეტირება საერთაშორისო სტანდარტით). უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სონოჰისტეროსალპინგოსკოპია და მეტროსალპინგოგრაფია (ციფრული FLEXSAVISION SHIMADZU, იაპონია). ჰორმონალური სტატუსის დიაგნოსტიკა. უნაყოფო წყვილების იმუნოლოგიური კვლევა და მკურნალობა, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა და ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა, PAP ტესტირება, ციფრული ვიდეო კოლპოსკოპია (Ganymed c140). ელექტროკოაგულაცია Surgistat Valleylab-ით (აშშ). მშობელთა სკოლა (მომავალი და ახალბედა მშობლებისათვის); სუნთქვითი ვარჯიშები და ნაყოფის არასწორი მდებარეობის კორექცია.

»»» დერმატოვენეროლოგია - კანის დაავადებათა დიაგნოსტიკა უახლესი აპარატურის (იტალიური GIMA-ს ვუდის ნათურით და ამავე ფირმის დერმატოსკოპის) საშუალებით. როგორც დერმატოლოგიური, ასევე სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა მკურნალობა უახლესი მეთოდებით, ანონიმურობის გათვალისწინებით.
»»» კოსმეტოლოგიური კაბინეტი - ყველა ტიპის კანის სამკურნალო, აღდგენითი, გამაჯანსაღებელი და მოვლითი პროცედურების ჩატარება. ფერმენტული ფილინგი, კანის მექანიკური აშრევება უახლესი აპარატურით. კაპილარული ტელეანგიოექტაზიების მოშორება თანამედროვე მონოპოლარული ელექტროკოაგულატორით. ყველა ტიპის აკნეს მკურნალობა კომბინირებული (მედიკამენტოზური და dr. R. A. Eckstein)-ის მეთოდით.
»»» პლასტიკური ქირურგია - ავერსის კლინიკაში ფუნქციონირებს პლასტიკური ქირურგიის სამსახური, სადაც ტარდება შემდეგი სახის ოპერაციები:
• ლიპოსაქცია, სხეულის სხვადასხვა უბნების კონტურების მოდელირებით (მუცელი, სახე, ზურგი, წელი, დუნდულები, მკერდი, ფეხები, მხრები და სხვ.);
• სახის დაჭიმვა თანამედროვე მეთოდებით;
• ზედა და ქვედა ქუთუთოს პლასტიკა;
• რინოპლასტიკა __ ღია და დახურული წესით;
• მკერდის პლასტიკა, მკერდის აწევა, გადიდება, დაპატარავება;
• მხრებზე კანის პლასტიკა;
• მშობიარობისა და წონის დაკლების შემდგომ “დაკიდებული” მუცლის პლასტიკა;
• სხვადასხვა სახის, მათ შორის ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების კორექცია;
• დიუპიტრენის დაავადებისას (მტევანზე ნაწიბურების არსებობა) მტევნის ფასციოტომია;
• მტევნისა და იდაყვის ტუნელური (გვირაბის) სინდრომის ოპერაციული მკურნალობა;
• იღლიებიდან ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა.
   თქვენი სურვილის შემთხვევაში ვიზიტი განხორციელდება ანონიმურად ექიმთან ჩაწერით რეგისტრაციის გვერდის ავლით.

»»»
 ფიზიოთერაპია და აღდგენითი მედიცინა – ელექტრული დენით მკურნალობის ფართო სპექტრი, ულტრაბგერითი ვაკუუმთერაპია, კომბინირებული ელექტრო-ულტრაბგერითი და ელექტრო-ვაკუუმთერაპია, წითელი და ინფრაწითელი ლაზერით მკურნალობა, მიკროტალღოვანი თერაპია, ლიმფოდრენაჟი, კრიოთერაპია Gymna Uniphy (ბელგია), BTL (ინგლისი), Physiomed-ის (გერმანია) აპარატურით. სამკურნალო მასაჟი (Gymna-ს სამასაჟო მაგიდები), ჰიდრომასაჟი. სამკურნალო ვარჯიში ევროპული წარმოების (Body, PEC) ტრენაჟორებით აღჭურვილ 2 დარბაზში. მკურნალობა უტარდებათ მოზრდილებსაც და ბავშვებსაც ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური, ნევროლოგიური, უროლოგიური, ოტოლარინგოლოგიური, შინაგანი სნეულებებისა და სხვა პათოლოგიების დროს.
»»» სტომატოლოგია – თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისების სრული სპექტრი, ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკა რადიოვიზიოგრაფით, პირის ღრუს დათვალიერება ორალ-კამერით, დიგიტალური პანორამული რენტგენი (ორთოპანტომოგრაფის აპარატი) __ იაპონური MORITA-ს ფირმის ტექნოლოგიური ინოვაცია, დიგიტალური პანორამული რენტგენის აპარატი Veraview IC5, თანამედროვე DDAE და AIE ტექნოლოგიების გამოყენებით იძლევა საუკეთესო კონტრასტულობის პანორამულ გამოსახულებას, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად (5.5 წამში). სხვა მოდელებთან შედარებით 60%-ით შემცირებული დასხივების დოზა აღნიშნულ გამოსახულებას უსაფრთხოს ხდის ბავშვებისთვისაც. დიგიტალური პანორამული რენტგენის აპარატით გადაღებული სურათის ჩაწერა შესაძლებელია CD დისკზე, რაც ექიმს პერსონალურ კომპიუტერში გამოსახულების ნახვის საშუალებას აძლევს.
    სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების აპარატურით: Eurodent (იტალია), BELMONT (იაპონია), MORITA (იაპონია), ACTEON (საფრანგეთი), SUNI (აშშ),  MECTRON (იტალია) და სხვა. პაციენტების მკურნალობისთვის გამოიყენება აღიარებული სტომატოლოგიური მასალები ULTRADENT (აშშ), Voco (გერმანია), 3M Espe (გერმანია).
»»» ანგიოლოგია
- როგორც ქირურგიული, ასევე კონსერვატიული მკურნალობა და ენდო-ვასკულური მცირედ ინვაზიური თერაპია.
  კონსერვატიული მკურნალობა: დიაბეტური ტერფი, იშემიური ქვემო კიდური, ვაზოსპასტიური დაავადებები, ღრმა ვენების თრომბოზი, სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები, ლიმფოსტაზი, ცელულიტი.

   ქირურგიული ოპერაციები:

1. მსხვილი ნაწლავის რეკონსტრუქციული ოპერაცია.
2. წვრილ და მსხვილ ნაწლავზე ოპერაციები, როგორც ღია ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით – კოლექტომია, ჰემიკოლექტომია, სწორი ნაწლავის წინა რეზექცია, წვრილი ნაწლავის რეზექცია.
3. ოპერაციები სანაღვლე გზებზე  როგორც ღია ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით.
4. ოპერაციები კუჭზე როგორც ღია ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით, მათ შორის კუჭის ვერტიკალური რეზექცია.
5. ლაპაროსკოპიული სპლენექტომია.
6. თორაკოსკოპიული სიმპატექტომია.

   საძილე არტერიების ენდარტერექტომია (იშემიური ინსულტის  პრევენციის მიზნით), ქვემო კიდურების არტერიების შუნტირება (ქვემო კიდურების იშემიის დროს), ქვემო კიდურების ფლებექტომია (ჰემოდინამიკური, მინიინვაზიური, კოსმეტიკური წესით), დიალიზის პაციენტებისათვის არტერიო-ვენოზური ფისტულის ფორმირება (მათ შორის პროთეზის გამოყენებით), სხვადასხვა სისხლძარღვოვანი სიმსივნეებისა და მალფორმაციების მკურნალობა (ქემოდექტომა, არტერიო-ვენოზური მალფორმაციები, ჰემანგიომა), გულმკერდისა და მუცლის აორტის ანევრიზმისა და სტენო-ოკლუზიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.   
   ენდოვასკულური თერაპია: ბრაქიო-ცეფალური არტერიების ბალონირება-სტენტირება, (საძილე, ლავიწქვეშა), ვისცერული არტერიების ბალონირება-სტენტირება (თირკმლისა და მეზენტერიული არტერიები), აორტისა და მისი ბიფურკაციის ბალონირება-სტენტირება, პერიფერიული მაგისტრალური სისლძარღვების ბალონირება-სტენტირება (ბარძაყის, მხრის არტერიები), მაგისტრალური ვენების (ლავიწქვეშა, თეძოს) ბალონირება-სტენტირება, სადიალიზო შუნტების ენდოვასკულური კორექცია, კავა-ფილტრის იმპლანტაცია (პულმონური ემბოლიზმის პრევენციის მიზნით), არტერიული და ვენური ემბოლიზაცია.
კლინიკაში წარმოებს როგორც არაინვაზიური, ასევე ინვაზიური დიაგნოსტიკური კვლევები:
 1. არტერიული და ვენური დოპლეროგრაფია
 2. გოჯ-მხრის ინდექსის დადგენა (ქვემო კიდურების იშემიის დროს)
 3. ფოტოპლეტიზმოგრაფია (ვენური სისტემის გამოსაკვლევად)
 4. პედოგრაფია (ტერფის რელიეფის შესწავლა)
 5. პორტატული ფერადი დუპლექსსონოგრაფია
 6. ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია 
(არტერიული და ვენური სისტემის რენტგენკონტრასტული კვლევა)
 7. კომპუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით
»»» ლაპაროსკოპია – ავერსის კლინიკის ლაპაროსკოპიული სამსახური აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით.
    ავერსის კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის ლაპაროსკოპიული ოპერაციები:
ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია, ლაპაროსკოპიული ქოლედოქოტომია, ლაპაროსკოპიული აპენდექტომია, ლაპაროსკოპიული ულცერორაფია და დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია.
   ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციები, გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით - ღია წესით შესრულებულ ოპერაციებთან შედარებით:
   ნაკლებ ინვაზიურობა და ტრავმულობა, ჰოსპიტალიზაციის ვადების შემცირება, სწრაფი რეკონვალესცენცია, ცხოვრების ხარისხის სწრაფი გაუმჯობესება და კოსმეტიკური ეფექტი.
»»» ოტორინოლარინგოლოგია – პირის ღრუს, ცხვირხახის და ხორხხახის დათვალიერება Acu Cam-ის (იაპონია) ორალ კამერით, ყურის სხვადასხვა დაავადებების (გარეთა სასმენი მილის უცხო სხეული, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ყურის შუნტირება, პარაცენტეზი...) დიაგნოსტიკა და მანიპულაციები სპეციალური ყურის მიკროსკოპით OPTOMIK (ესპანეთი) და Gima-ს ფირმის (იტალია) Otoplus სამანიპულაციო კომბაინით, სხვადასხვა გენეზის ცხვირის ქვედა ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფიის ოპერაციული მკურნალობა რადიოტალღოვანი აპარატით BM 780 II (დანია), ტონზილექტომია და ადენოტომია ზოგადი ანესთეზიით ელექტრო დანითა და ელექტროკოაგულაციით Valleylab-ის ფირმის Force 2, ცხვირის ღრუს და ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებების (ქრონიკული ჩირქოვანი ჰაიმორიტი და ფრონტიტი, ცხვირის პოლიპოზი....) დიაგნოსტიკა და ოპერაციული მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით STORZ-ის ენდოვიდეო ქირურგიული აპარატურით, ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება ელექტროკოაგულაციური მეთოდით.
»»» სტაციონარული ნაწილი წარმოდგენილია საერთაშორისო სტანდარტების საოპერაციო ბლოკით (სამი საოპერაციო დარბაზი), ოპერაციისშემდგომი ინტენსიური თერაპიის დარბაზით და  კეთილმოწყობილი  პალატებით. ფუნქციონირებს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი  სასტერილიზაციო, სადაც მიმდინარეობს სტერილიზაციის სრული ციკლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
• საოპერაციო მაგიდები _ MERIVAARA PROMERIX (ფინეთი) 
• საანესთეზიო აპარატები _ DAMECA SIESTA (დანია);
• მართვითი სუნთქვის აპარატები - MAQUET (გერმანია);
• ელექტროქირურგიული აპარატი მსხვილი სისხლძარღვების კოაგულაციისთვის LIGASURE-8;
• ე.კ.გ. მონიტორები საოპერაციო ბლოკისა და ინტენსიური თერაპიის პალატისთვის BIONICS (კორეა);
• გაზების ანალიზატორი FAZEIN (შვედეთი);
• ელ. დეფიბრილატორები LIFEPACK-7 (აშშ);
• საოპერაციო ბლოკის რენტგენის აპარატი  C-ARM, BV  PULSERA,  PHILIPS-ის ფირმის,  ჰოლანდიური წარმოების კარდიოვასკულური პროგრამები;
• ინფუზომატები - AITECS (აშშ);
• საოპერაციოში გამოსახულების მოდელირება SONY-ს ფირმის ვიდეოკამერით.
»»» კლინიკაში  ფუნქციონირებს 2 სასტერილიზაციო _ ცენტრალური და საოპერაციო ბლოკთან არსებული. ავერსის კლინიკის ცენტრალური სასტერილიზაციო არის უნიკალური და ერთადერთი საქართველოში, რაც განპირობებულია მისი მოწყობის განსაკუთრებული პრინციპით (სუფთა და ჭუჭყიანი ზონები იზოლირებულია ერთმანეთისგან). ცენტრალური სასტერილიზაციო აღჭურვილია TUTTNAUER-ის (ისრაელი) ფირმის ავტოკლავებით,  სამედიცინო ინსტრუმენტების სადეზინფექციო სარეცხი მანქანით – TIVA-600 (TUTTNAUER ისრაელი), ულტრაბგერითი სარეცხი სისტემით SONIKA, GIMA-ს (იტალია) წარმოების მშრალი სტერილიზაცია. დეზინფექცია ტარდება Bode Chemi-ს ფირმის (გერმანია) უმაღლესი ხარისხის სადეზინფექციო ხსნარებით.
»»» ინტენსიური თერაპიის პალატა და სტაციონარული პალატები აღჭურვილია MERIVAARA-ს ფირმის (ფინეთი) ფუნქციონალური საწოლებით; 
    კლინიკაში მოქმედებს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (სამედიცინო მომსახურების, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების, სტერილიზაციის და სხვა).
    ავერსის კლინიკაში ფუნქციონირებს სატელეფონო-საინფორმაციო სამსახური - ცხელი ხაზი. ავერსის კლინიკის თბილისის ცენტრალურ ფილიალში წინასწარი ჩაწერისათვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე: 239-48-53; 239-83-67; 239-15-01; 239-98-88.


ავერსის კლინიკის ბ/ხმელნიცკის ფილიალი
  2009 წლის 14 მაისს გაიხსნა “ავერსის კლინიკის” კიდევ ერთი ფილიალი ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ბ/ხმელნიცკის ქუჩაზე. ამბულატორიული ტიპის სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც საშუალება გეძლევათ მიიღოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. კლინიკაში თქვენ გელით სასიამოვნო გარემო, მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ექოსკოპიის, ლაბორატორიული, გინეკოლოგიური, ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგიური კაბინეტები.
კლინიკა მუშაობს ყოველდღე კვირის გარდა 10-დან 17 სთ-მდე, შაბათს 10-დან 15 სთ-მდე.  
მისამართი: ბოგდან/ხმელნიცკის ქ. №155/ა
ტელეფონი: 239-98-88; 239-48-53; 242-74-74; 2-506-506 (5636)

ავერსის კლინიკის თემქის ფილიალი
    2010 წლის 25 ინვარს გაიხსნა “ავერსის კლინიკის” თემქის ფილიალი. ახლა უკვე თემქის მოსახლეობას შეუძლია მიიღოს მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება. თემქის ფილიალში თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ ექიმი - სპეციალისტები: თერაპევტი, პედიატრი, გინეკოლოგი, ექოსკოპისტი, ექიმი-ლაბორანტი.
კლინიკა მუშაობს: ორშაბათი – პარასკევი: 10:00 - 17:00 საათი. შაბათი: 10:00 – 15:00  საათი.
მისამართი: თემქის დასახლება, 3 მ/რ, 3 კვარტალი, კ 43. 
ტელეფონი: 2 399 888; 2 391 501; 2 506 506 (5690)

ავერსის კლინიკის ფონიჭალის ფილიალი
2010 წლის 8 თებერვალს გაიხსნა “ავერსის კლინიკის” ფონიჭალის ფილიალი. ახლა უკვე ფონიჭალის მოსახლეობას შეუძლია მიიღოს მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება. 
ავერსის კლინიკის ფონიჭალის ფილიალი სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებაა. კლინიკაში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს სასიამოვნო გარემო, კეთილგანწყობილი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, ექოსკოპიისა და გინეკოლოგიური კაბინეტები. ფონიჭალის ფილიალში თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ ექიმი - სპეციალისტები: თერაპევტი, გინეკოლოგი, ექოსკოპისტი, ექიმი-ლაბორანტი.
კლინიკა მუშაობს ყოველდღე კვირის გარდა 10–დან 17 სთ–მდე, შაბათს 10–დან 15 სთ–მდე.
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 19, კორპუსი №2
ტელეფონი: 2-399–888; 2-394–853; 2-427–474; 2-506–506 (5670)

ავერსის კლინიკის ისნის ფილიალი
 
2012 წლის ოქტომბრის თვეში “ავერსის კლინიკის” მეთერთმეტე ფილიალი გაიხსნა, ამჯერად ისანი-სამგორის რაიონში, მეტროსადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე. უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება და დაბალი ტარიფები _ ეს სიტყვები კლინიკის სლოგანად იქცა. ახალი კლინიკის სამედიცინო სერვისებსა და სტანდარტებზე “ავერსის კლინიკის” ისნის ფილიალის მენეჯერს მარიამ ქავთარაძეს ვესაუბრეთ:
_ ახალი კლინიკა სრულყოფილად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც “ავერსის კლინიკის” ცენტრალურ ფილიალშია დანერგილი. თავად კლინიკათა ქსელის მშენებლობის მიზანი მოსახლეობისთვის უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების შეთავაზება გახლდათ და შესაბამისად, ქსელის ყოველ ფილიალში მხოლოდ ევროპული დონის შესატყვისი სამედიცინო სერვისების მიღებაა შესაძლებელი. ჩვენი კლინიკაც უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, რევმატოლოგიური, თერაპიული, ოფთალმოლოგიური მომსახურეობები... ასევე შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული და ექოსკოპიური კვლევები _ ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს უმაღლესი დონის ლაბორატორია.


ავერსის კლინიკა მარნეულში
    2007 წლის 25 ივნისს მარნეულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული “ავერსის კლინიკა” გაიხსნა.
   გახსნის დღიდან კლინიკაში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით უამრავმა  პაციენტმა ისარგებლა, სამედიცინო მომსახურების გარდა პაციენტების უმრავლესობამ “ავერსი რაციონალის” მიერ წარმოებული მედიკამენტებიც მიიღო საჩუქრად. პაციენტების რაოდენობა “ავერსის კლინიკაში” ყოველთვიურად მატულობს, ეს კი კლინიკის მზარდი რეიტინგის დამსახურებაა.
    კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება 145 სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ვიდასის, ებოტის, როშეს და სხვა მსოფლიო ლიდერი კომპანიების კომპიუტერიზებულ სადიაგნოსტიკო ანალიზატორებზე. მარნეულის კლინიკაში ყველაფერია, რაც საერთაშორისო სტანდარტის სამკურნალო დაწესებულებას მოეთხოვება: მაღალი დონის სპეციალისტებით, პროფესიონალი, პაციენტებისადმი კეთილგანწყობილი მედპერსონალით დაკომპლექტებული გუნდი, უახლესი, ყველაზე თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიები და კომფორტული გარემო. ასეთი რამ საქართველოში მართლაც იშვიათობაა.

 
ავერსის კლინიკა რუსთავში

    2008 წლის 27 მაისს ქ. რუსთავში
გაიხსნა ავერსის კლინიკა. კლინიკაში გახსნის დღიდან ყოველდღიურად მატულობს პაციენტთა რაოდენობა. რუსთავის კლინიკაშიც ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება 142 სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ებოტის, როშეს, ვიდასის და სხვა მსოფლიო ლიდერი კომპანიების კომპიუტერიზებულ სადიაგნოსტიკო ანალიზატორებზე.
    რუსთავის ავერსის კლინიკა მსოფლიო დონის მრავალპროფილიანი დღის სტაციონარის ტიპის დაწესებულებაა, სადაც პაციენტთა განკარგულებაშია თანამედროვე გაიდლაინებითა და სამედიცინო ტექნოლოგიებით მომუშავე თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოკულისტი, გინეკოლოგი, სტომატოლოგები (თერაპევტი, ქირურგი, ორთოპედი). კლინიკაში მოსულ პაციენტს დახვდება პროფესიონალთა გუნდი, კომფორტული გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი, რაც მათი სამედიცინო პრობლემების ყველაზე შედეგიანად და ეფექტურად გადაწყვეტის უტყუარი წინაპირობაა.



ავერსის კლინიკა გორში

    2009 წლის 12 ოქტომბერს გორში მუშაობას შეუდგა ავერსის კლინიკური ქსელის მორიგი კლინიკა, რომელიც აღჭურვილია მსოფლიო დონის ევროპული, ამერიკული და იაპონური აპარატურით. გორის ავერსის კლინიკაში თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ თანამედროვე გაიდლაინებითა და სამედიცინო ტექნოლოგიებით მომუშავე თერაპევტი, ოჯახის ექიმი, პედიატრი, ნევროლოგი, სტომატოლოგი (თერაპევტი, ქირურგი, ორთოპედი), გინეკოლოგი, რევმატოლოგი, ოფთალმოლოგი, დერმატო–ვენეროლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, კარდიოლოგი და ენდოკრინოლოგი. კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, ექოსკოპიის, ენდოსკოპიის და რენტგენის კაბინეტები. გორის ავერსის კლინიკის ენდოკრინოლოგიურ სამსახურში მუშაობს უფასო დიაბეტის სკოლა. კლინიკაში მოსულ პაციენტს დახვდება პროფესიონალთა გუნდი, კომფორტული გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი, რაც მათი სამედიცინო პრობლემების ყველაზე შედეგიანად და ეფექტურად გადაწყვეტის უტყუარი წინაპირობაა.
     "ავერსის კლინიკა" მთელი საქართველოს მასშტაბით 8 კლინიკის მფლობელია.
    კომპანია “ავერსის” ახალი პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკების ქსელის შექმნას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ავერსისთვის” მთავარი საზრუნავი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ასე რომ ანდეთ ჯანმრთელობა “ავერსის კლინიკის” პროფესიონალ ექიმებს და იყავით ჯანმრთელნი.
 

  

 
თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი წარმატებაა!

 
 
სიახლეები
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად